პსჟ-ს მარკო ვერატის გაყიდვა არ სურს

პსჟ-ს მარკო ვერატის გაყიდვა არ სურსფრანგული პსჟ-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ პსჟ მარკო ვერატის გაყიდვას არ აპირებს და ბარსელონა დროს ტყუილად კარგავს. თვეზე მეტია, რაც ბარსელონა პსჟ-სთან ვერატის ტრანსფერზე მოლაპარაკებას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

პარიზელები 100 მილიონ ევროს ითხოვენ და ვერატის მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუშვებენ, ხოლო ბარსელონას კი ამ თანხის გადახდა არ სურს. საინტერესოა ისიც, რომ თვითონ ვერატის ბარსელონაში თამაში სურს და მას პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან უკვე მცირე კონფლიქტი აქვს და არ არის გამორიცხული რომ ვერატიმ პსჟ-ში თამაშზე უარი თქვას. ამ შემთხვევაში ფრანგები იძულებულები იქნებიან ვერატი გაუშვან.