პსჟ ნეიმარის ტრანსფერით ისევ დაინტერესებულია, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ ნეიმარს ასტრონომიული ფასი დაადო. ბარსელონას ტექნიკურმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა განაცხადა, რომ ნეიმარის შეძენის მსურველ კლუბს 222 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
პსჟ თანახმაა, რომ 196 მილიონი გადაიხადოს და თუ ბარსელონა ფასს ოდნავ დაუწევს, მაშინ ეს ტრანსფერი რეალური გახდება. თვითონ ნეიმარმა განაცხადა, რომ მას ბარსელონას დატოვება არ სურს, მაგრამ შესაძლოა მან გადაწყვეტილება შეცვალოს.
პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ თუ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, აუცილებელია, რომ ამ გუნდში ნეიმარის დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

