„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ემხრობოდა.
კანდიდატის ოფიციალური დასახელება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი, მანამდე კი პრემიერმინისტრი განცხადებას გააკეთებს. წარდგენას არ დაესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

