გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ “ქუთაისი თუდეის” დამფუძნებელს, ბუბა ჩივაძეს თავს დაესხნენ.
ჟურნალისტის თქმით, ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მისი თქმით, მას უცნობი, ავტომანქანით აედევნა და ერთ-ერთ შუქნიშანზე თავს დაესხა. ჩივაძე ამბობს, რომ თავდამსხმელმა მას საქარე მინა ჩაუტეხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მისივე თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა, თუმცა მან ის ვერ ამოიცნო. უცნობია თავცდასხმა უკავშრდება თუ არა ჩივაძის ჟურნალისტურ საქმიანობას. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამაართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

