მადრიდის რეალი თავისი ფრანგი ფორვარდის კარიმ ბენზემას გაყიდვას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უახლოეს მომავალში ბენზემა რეალთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც ფრანგი ფორვარდი რეალში 2022 წლამდე დარჩება.
ბენზემას ყიდვა ბევრ კლუბს სურს, მათ შორის ყველაზე მეტად მილანი და არსენალი აქტიურობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ბენზემა რეალს არ დატოვებს. კარიმ ბენზემა რეალში 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ბენზემამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას მადრიდის რეალში აპირებს.

