რენატუ სანჩესს ბაიერნის დატოვება სურს

რენატუ სანჩესს ბაიერნის დატოვება სურსბაიერნის ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელს რენატუ სანჩესს ბაიერნის დატოვება სურს, რადგან მას მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ახალგაზრდა პორტუგალიელის თქმით მილანში გადასვლა ცუდი ვარიანტი არ არის, რადგან ეს გუნდი წელს ძალიან გაძლიერდა და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

გარდა ამისა, სანჩესი დარწმუნებულია, რომ მილანში მას მეტჯერ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. ბაიერნმა შარშან სანჩესის ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ სავარაუდოდ მიუნხენელები ახალგაზრდა პორტუგალიელს იოლად არ შეელევიან. რენატუ სანჩესი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.