რობინ ვან პერსი შესაძლოა ისევ პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

რობინ ვან პერსი შესაძლოა ისევ პრემიერ ლიგაში ვიხილოთრობინ ვან პერსი, რომელიც ამჟამად თურქულ ფენერბახჩეში თამაშობს, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. ვან პერსი წლების მანძილზე არსენალის ღირსებას იცავდა და ამ გუნდში მას უამრავი გოლი აქვს გატანილი.

ვან პერსის არსენალის ფანები დღემდე აღმერთებენ, მაგრამ ვან პერსის მომავალი ინგლისური გუნდი სავარაუდოდ კრისტალ პალასი იქნება, რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული ჰოლანდიელი ფორვარდის შეძენით. კრისტალ პალასის გარდა, ვან პერსის მიმართ ინტერესს ვესტ ჰემიც გამოთქვამს, მაგრამ კრისტალ პალასის ვარიანტი უფრო რეალურია.

ფენერბახჩეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.