„რუსეთი კლავს“ – პარლამენტთან მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ

  „რუსეთი კლავს“ - პარლამენტთან მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ„არა ოკუპაციას“ – ასე ქვია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტების აქციას, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით – „შენ ხარ ოკუპანტი“, „რუსეთი კლავს“, „რუსეთი საქართველოს მტერია“.

აქციის მონაწილეები მცოცავ ოკუპაციას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს.