ქართველ დიზაინერს, Vetements-ისა დაBalenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელ ს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვისა თუ აღფრთოვანების საგანია.
დემას არაორდინალური და ამავდროულად ძვირადღირებული კოლექციები მსოფლიო ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.
წლის ტრენდად იქცა ბალენსიაგასთვის შექმნილი მაღალყელიანი ჩექმები. დემნას იასამნისფერი ჩექმები შორენა ბეგაშვილმაც მოირგო და ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.
აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგას იასამნისფერი ჩექმების ფასი 1.130 ევროს შეადგენს.
ნიუპოსტი