ცოტნე გამსახურდია – ”სად არის ბიძინე? თბილისის სიყვარული მაგას არ აქვს…თან მაყუთი ენანება”

ცოტნე გამსახურდია - ”სად არის ბიძინე? თბილისის სიყვარული მაგას არ აქვს...თან მაყუთი ენანება”გუშინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:

– სად არის ბიძინე?
აბა, მისმინეთ ახლა, საყუარელნო:

დავუშვათ, არაფერი ჭირს და ხელჩაკიდებული დაყავს კალაძე, ვით სხვები – მანამდე. მერე? იმდენ სისულელეს იტყვის, იმდენ ტყუილს და იმდენ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, სულ დაუმსხვრევს წარმატებული და ხალხისთვის დამაშვრალის იმიჯს, რომელსაც ძალიან ცდილობენ კალაძეს შეუქმნან. ამ იმიჯს არც ბავშვივით ტარება ესადაგება, თავისთავად…

ეს თბილისია. მიშა სააკაშვილმა, რომელიც ორატორობით, განათლებითა და ქარიზმით ბიძინეზე ათი ნაბიჯით წინ იყო, მიშამაც ვერ შეძლო თბილისელების ორჯერ მოტყუება. მეორე საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში წააგო, როგორც გახსოვთ, და ამავე დროს უზომო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სჭირდებოდა.

ბიძინეს დიდი ალბათობით არა აქვს გაცნობიერებული თბილისის მუნიციპალიტეტის მართვის მნიშვნელობა მისი სახელისუფლებო ვერტიკალისათვის. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, სასამართლო აქვს, მთავრობა აქვს (აქვს, აქვს) – ახლა მართლა ინფარქტს ხომ არ აიკიდებს ამ თბილისელების ლანძღვა-დაცინვის სმენით!
თბილისის სიყვარული მაგას არ აქვს, ხედვა და გეგმა, ეს ქვეყანა რომ გულწრფელად აინტერესებდეს, ერთ წელიწადში თავის ბანკს არ მიუბრუნდებოდა.

თან მაყუთი ენანება: დარწმუნებულია, რომ მისი გამოჩენის შემთხვევაში სტავკები ერთიორჯერ აიწევს. და ბოლობოლო, გადაიხადოს კახიმ თავის ჯიბიდან, რა გახდა! ბიუჯეტი აგერა აქვთ და ობშიაკი. ანდა ასესხებს და გაუსტუმრონ არჩევნების მერე, მეტი რა ქნას!

და ბოლოს: თუ ძალიან, ძალიან გაუჭირდათ, ფინალში, სულ ბოლოს გამოჩნდება. ერთგვარი დამალული კოზირის როლშია. გადამწყვეტ ეტაპზე შევა ცოტა ხნით ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ნარმანიამ სულ რაღაც ასი ათასი ხმა, ათი პროცენტი მიიღო! არადა, მაშინ მეტი ჰქონდათ ძალა, და ნდობაც. დღეს ესეც სანატრელი აქვთ. კარგად დაიმახსოვრეთ და გაიხსენეთ ეს წერილი.