თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი გარდაცლილი მაშინ იპოვეს, როცა მათი საცხოვრებლიდან მეზობელთან წყალი ჩავიდა.
მომხდარზე გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

