უეინ რუნი ოფიციალურად ევერტონის ფეხბურთელია

უეინ რუნი ოფიციალურად ევერტონის ფეხბურთელიამანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა უეინ რუნი ოფიციალურად ევერტონის ფეხბურთელი გახდა. რუნიმ ევერტონთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, სატრანსფერო თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ევერტონის რუნისთვის კარიერაში პირველი გუნდი იყო და სწორედ იქ დაიწყო მისი შესანიშნავი კარიერა.

უეინმა ევერტონი 2004 წელს დატოვა და მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდა, რის შემდეგაც მან ამ გუნდის შემადგენლობაში 253 გოლის გატანა შეძლო, რაც მანჩესტერის რეკორდია.

ბოლო სეზონში რუნიმ დაკარგა იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში ადგილი, ამიტომ მისი წასვლა არავის გაკვირვებია. უახლოეს დღეებში რუნი ევერტონში ვარჯიშს დაიწყებს.