მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი უეინ რუნი შესაძლოა ევერტონში დაბრუნდეს. რუნი ევერტონის აღზრდილია და კარიერაში პირველი ნაბიჯები უეინმა სწორედ ევერტონში გადადგა.
2004 წელს ის მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და 13 წლის მანძილზე მან ამ გუნდის შემადგენლობაში 253 გოლის გატანა შეძლო. წინა სეზონი რუნისთვის არ გამოდგა წარმატებული, რადგან ჟოზე მოურინიო მას არ ენდობოდა და იშვიათად ათამაშებდა ძირითად შემადგენლობაში.
ევერტონმა რუნის ამ გუნდში დაბრუნება შესთავაზა და გავრცელებული ინფორმაციით რუნი თანახმაა. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

