პოლონელი მეკარე ვოიცეხ შენსნი იუვენტუსში გააგრძელებს კარიერას. შენსნი უკვე ტურინში იმყოფება და მალე ის სამწლიან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს. შენსნიმ სახელი არსენალში თამაშით გაითქვა, სადაც მან 5 წელიწადი გაატარა, რის შემდეგაც მან იტალიას მიაშურა და რომას მეკარე.
რომაში ვოიცეხი დროგამოშვებით უშვებდა ხოლმე შეცდომებს, მაგრამ ის მაინც გუნდის ძირითადი მეკარე იყო. იუვენტუსმა შენსნი სავარაუდოდ ბუფონის შემცვლელად იყიდა, რომელიც ამ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შენსნის ტრანსფერი იუვენტუსს 14 მილიონი ევრო დაუჯდა.

