ბარსელონას ფრანგი მცველი ჟერემი მატიე კარიერას ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს. უახლოეს დღეებში მატიე ლისაბონში ჩაფრინდება და სპორტინგთან კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მატიესთან ბარსელონამ კონტრაქტი გაწყვიტა, ამიტომ ჟერემი სპორტინგს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ბარსელონაში მატიემ 3 სეზონი გაატარა და საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ვერ ხვდებოდა კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
ბარსელონაში გადასვლამდე მატიე 7 წლის მანძილზე ვალენსიას ფეხბურთელი იყო.

