მსახიობი ზურა ნიჟარაძე, რომელიც გახმაურებული ქართული სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გახდა ცნობილი, დაოჯახდა.
ზურას რჩეული ნათიაა. ქორწილი წყვილმა ბათუმში გადაიხადა, სადაც ცნობილი მომღერლები, სერიალში მონაწილე მსახიობები, კომედი შოუს მსახიობები შეიკრიბნენ. სპეციალურად ახლადშეუღლებულებისთვის მერაბ სეფაშვილმაც იმღერა.
ქორწილიდან ფოტოები კომედი შოუს მსახიობმა ვახო ბიჭიკაშვილმა გაავრცელა და ზურას და ნათიას დღეგრძელობა, დიდი სიყვარული და ბედნიერება უსურვა.

