2017 წელს საქართველოში თავშესაფარი რუსეთის 22-მა მოქალაქემ ითხოვა

2017 წელს საქართველოში თავშესაფარი რუსეთის 22-მა მოქალაქემ ითხოვა2017 წლის 6 თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ერაყის (67), თურქეთის (41), ეგვიპტის (40), ირანის (38), ინდოეთის (24) და რუსეთის (22) მოქალაქეები.

მათგან 169-ს საქართველომ თაფშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა, 121 შემთხვევაში საქმე  პირადი განცხადების საფუძველზე შეწყდა. 46-მა აპლიკანტმა კი თავშესაფარი მოიპოვა, აქედან 24-მა – ლტოლვილის, 22-მა კი ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო.

იმედინიუსი