სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზდრული ორგანიზაციის წევრები, 8 აგვისტოს, რუსული ოკუპაციის დღეს, აქცია მსვლელობით გააპროტესტებენ.ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და იქიდან რუსეთის საელჩოსკენ გაემართებიან.
– როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და მტერი 400 მეტრშია, ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდებს, პოლიტიკური კუთვნილების და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უპირველესია, ამიტომ ვაერთიანებთ ძალებს და გიწვევთ ყველა ჩვენს თანატოლს და არამხოლოდ, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!
მოდი თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც მსვლელობით გავემართებით რუსეთის ყოფილ საელჩოსკენ!
8 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!
ორგანიზატორები – ახალგაზრდული ორგანიზაციები – საქართველოს ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ახალი საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მედიატორი და სხვა. სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ ორგანიზაციებსა თუ მოქალაქეებს სიამოვნებით მოგცემთ საშუალებას მიიღოთ მონაწილეობა ერთიანი მსვლელობის ორგანიზებაში! – ნათქვამია საორგანიზაციო ჯგუფის მიმართვაში.

