ახალციხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება 

ახალციხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს, მობილიზუბულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც.

მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე მანქანის გადაადგილება შეუძლებელია, იქ მხოლოდ საფეხმავლო გზაა.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი.

ტერიტორიაზე, სადაც მეხანრე-მაშველები იმყოფებიან, გადამღებ ჯგუფებს ასვლის უფლებას არ აძლევენ.

მედიას ტერიტორია ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების გამო დაატოვებინეს და სოფელ სვირის ცენტრში გადაიყვანეს.

არსებობს წიწვოვან ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება.

სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარი გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის გაჩნდა.