ამერიკის შეერთებულ შტატებში “ნიჭიერის” მე-12 სეზონისთვის შესარჩევი ტური მიმდინარეობს, რომელზეც ქართული ცეკვით მოცეკვავეების ჯგუფი სახელწოდებით “დაკარგული ლეგენდები” წარდგა.
Hiddenremote-ის განხილვის მიხედვით, მოცეკვავეებმა ჟიურის 5-ივე წევრის მოწონება დაიმსახურეს და შემდეგ შესარჩევ ტურზე გადავიდნენ, თუმცა მოხვდებიან თუ არა კონკურსანტების საბოლოო სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
მოცეკვავეებმა “ქართველ მეომართა ცეკვა” შეასრულეს. “ნიჭიერის” ოფიციალური ვებგვერდზე ჯგუფის შესახებ წერია, რომ მოცეკვავეები ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნიდან – საქართველოდან არიან, სადაც “ცეკვა ყველა ქართველის გენებშია”.
იმედინიუსი