ბარსელონა ნეიმარის პსჟ-ში დებიუტს ხელს უშლის

ბარსელონა ნეიმარის პსჟ-ში დებიუტს ხელს უშლისბარსელონამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ნეიმარის სატრანსფერო ფურცელი ამ დრომდე არ გაუგზავნა, რის გამოც ბრაზილიელი ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენში დებიუტს ვერ ახერხებს. ამის შესახებ L’Eqiupe-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ესპანური საფეხბურთო კლუბი დოკუმენტის გაგზავნას არ ჩქარობს. ეს კი იმისთვის არის აუცილებელი, რომ ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატების მატჩებში მიიღოს მონაწილოება. ფებურთელმა უკვე გამოტოვა ამიენთან მატჩი გამოტოვა.

თუ ესპანელები სატრანსფერო ფურცელს 12 აგვისტომდე არ გამოაგზავნიან, ნეიმარი იძულებული გახდება მეორე მატჩიც გამოტოვოს.

ნეიმარმა პსჟ-სთან  კონტრაქტი ოფიციალურად  3 აგვისტოს გააფორმა. მანამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ბარსელონასგან” საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა “პსჟ”-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი (Financial Fair Play) არ დაერღვია.

მედიის ცნობით, ნეიმარმა ფრანგულ საფეხბურთო კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიული ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

იმედინიუსი