ბარსელონამ ნეიმარს სასამართლოში უჩივლა

ბარსელონამ ნეიმარს სასამართლოში უჩივლაბარსელონამ  ნეიმარს სასამართლოში უჩივლა. ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა განცხადება Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ბარსელონა თავისი ყოფილი თავდამსხმელისგან ბონუსის ნაწილის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ნეიმარს კონტრაქტის გაგრძელების დროს გადაუხადეს.

კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელისგან, რომლიც ახლა უკვე პსჟ-ს წევრია, 8,5 მილიონ ევროსა და აღნიშნული თანხის დამატებით 10%-ს ითხოვს. “თუ თავად მოთამაშეს არ შეუძლია კომპენსაციის გადახდა, ეს იმ კლუბმა უნდა გააკეთოს, სადაც ახლა თამაშობს”- ნათქვამია ბარელონას განცხადებაში.
ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი ოფიციალურად 3 აგვისტოს გააფორმა. მანამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ბარსელონასგან” საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა “პსჟ”-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი (Financial Fair Play) არ დაერღვია.

ნეიმარმა ფრანგულ საფეხბურთო კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიული ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

იმედინიუსი