ბექა წიქარიშვილი მოსამართლე ლელა ნოზაძემ დამნაშავედ ცნო და სასჯელად 2.000 ლარი გამოუწერა

ბექა წიქარიშვილი მოსამართლე ლელა ნოზაძემ დამნაშავედ ცნო და სასჯელად 2.000 ლარი გამოუწერა69 გრამი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავებული “თეთრი ხმაურის” წევრი, ბექა წიქარიშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით 2.000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლე ლელა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მას სამოქალაქო უფლებებიც შეეზღუდა, კერძოდ, წიქარიშვილს 5 წლის ვადით ჩამოერთვა მართვის მოწმობა, ასევე, შეეზღუდა საადვოკატო და საგანმანათლებლო საქმიანობა.

წიქარიშვილი 2013 წლის მაისში, 69 გრამი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავეს. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულ ბრალდებულს, კანონის ძველი რედაქციით 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. წიქარიშვილის საქმე გახდა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საფუძველი.

კანონის ახალი რედაქციით, 70 გრამამდე მარიხუანის ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.