ბერას ახალმა კლიპმა Parlez Vous Français ინტერნეტი ერთ დღეში დაიპყრო. Youtube-ზე 21 საათის წინ დადებულ კლიპს უკვე 125,000-მდე ნახვა და 13,000-მდე მოწონება აქვს.
ეს არის ბერას პირველი კლიპი, რომელიც ფრანგულ სიმღერაზე შეიქმნა. გადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სასტუმრო ჰილტონში და გრიგოლეთში მიმდინარეობდა.
ყველას ყურადღება კი ერთმა ფაქტმა მიიქცია – ბერას კლიპში პარტნიორობას თავისი შეყვარებული – ევა მინაევა უწევს.
როგორც ჩანს, 19 წლის რუსი მოდელის და ქართველი მომღერლის ურთიერთობა 3 თვის წინ დაიწყო. ევას არაერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული ბერასთან ერთად კანში და შემდეგ უკვე საქართველოში. მაისში წყვილი კანის კინოფესტივალზეც იმყოფებოდა. რასაც ევას ოფიციალური ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც ადასტურებს შემდეგი სათაურით – “შენ იცი სადაც უნდა მეძებო”.
თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE