ბორუსია დემბელეში 140 მილიონ ევროს ითხოვს

ბორუსია დემბელეში 140 მილიონ ევროს ითხოვსდორტმუნდის ბორუსია უსმან დემბელეს ტრანსფერში 140 მილიონ ევროს ითხოვს და დაკლებას არ აპირებს. სწორედ სატრანსფერო ფასია ის დაბრკოლება რის გამოც დემბელე ჯერჯერობით ვერ ახერხებს ბარსელონაში გადასვლას, თუმცა ამ ტრანსფერის განსახორციელებელი დრო ჯერ კიდევ არსებობს.

თვითონ დემბელეს ძალიან სურს ბარსელონაში თამაში და ამის გამო მან ბორუსიას ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაც გაიფუჭა. დემბელე ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ელოდება მოვლენების განვითარებას. როგორც ცნობილია, ის გერმანიაში დაბრუნებას არ აპირებს.