“ჩემი ცოლის დაქალები” მსახიობებს, სახლებს და მანქანებს ეძებს

"ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობებს, სახლებს და მანქანებს ეძებსსერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებითი გუნდი სოციალური ქსელის მეშვეობით მაყურებლებს მიმართავს.

“ძალიან მოგვენატრეთ!!!

გადაღებებს ვიწყებთ და ძალიან ძალიან მალე იხილავთ მე-12 სეზონს! “როდის დაიწყებაა?” – სექტემბერში, უფრო ზუსტ თარიღის მალე გეტყვით, მანამდე კი მნიშვნელოვანი განცხადება გვაქვს თქვენთვის:

თუ გსურთ ჩვენი სერიალის ეპიზოდურ როლებში და მასშტაბურ სცენებში მონაწილეობა, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ბაზა – https://www.facebook.com/groups/1560653847342672/

თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, მაშინ შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ავტო –https://www.facebook.com/groups/1703549183286742/

ხოლო თუ გსურთ თქვენმა სახლმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ გაეცნოთ შესაბამის პირობებს, ჩცდ ლოკაცია – https://www.facebook.com/groups/268419076987323/

დროებით!”, – წერია “ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალურ გვერდზე.