დავიდ დე ხეა რეალში გადასვლას არ აპირებს

დავიდ  დე ხეა რეალში გადასვლას არ აპირებსმანჩესტერ იუნაიტედის მეკარე დავიდ დე ხეა ჯერჯერობით მადრიდის რეალში გადასვლას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დე ხეა ბედნიერია მანჩესტერში, ხოლო რეალი კი თავისი კარის დარაჯის კეილორ ნავასის თამაშით კმაყოფილია, ამიტომ არაფრის შეცვლას არ აპირებს.

დე ხეას ტრანსფერი რეალში 2 წლის წინ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო, მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა.  მას შემდეგ რეალის გოლკიპერი კეილორ ნავასი გახდა და მან თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ რეალმა სწორი არჩევანი გააკეთა.

რაც შეეხება დე ხეას, ის მანჩესტერ იუნაიტედში 2011 წელს გადავიდა, მანამდე კი მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა.