დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრებში მიიწვიეს

დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრებში მიიწვიესდავიდ ვილია, რომელიც უკვე 35 წლის არის, სამწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ვილიამ ბოლო მატჩი ესპანეთის ნაკრებში 2014 წელს ჩაატარა და ბევრი თვლიდა, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

დავიდმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება და ის ბედნიერია ამ ფაქტით. ესპანელები ორ შეხვედრას გამართავენ, საკუთარ მოედანზე იტალიის ნაკრებთან და სტუმრად ლიხტენშტეინთან. მატჩები 2 და 5 სექტემბერს გაიმართება.