დიეგო კოსტა შესაძლოა მილანში ვიხილოთ

დიეგო კოსტა შესაძლოა მილანში ვიხილოთჩელსის ფორვარდი დიეგო კოსტა ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა ჯერჯერობით მან ვერ მოახერხა თავისთვის სასურველი კლუბის შერჩევა. კოსტა, ჩელსის მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ ის ჩელსის აუცილებლად დატოვებს.

დიეგოს მიმართ ინტერესს იჩენს იტალიური კლუბი მილანი, თუმცა მილანელებს ჩელსისთვის კონკრეტული წინადადებით ჯერჯერობით არ მიუმართავთ. მილანი ზაფხულში ძალიან გაძლიერდა და კოსტას შეძენის შემთხვევაში, მათი შეტევა უფრო საშიში გახდება მეტოქეებისთვის.

თვითონ კოსტას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.