ჩელსის ფორვარდი დიეგო კოსტა გაუგებარ ვითარებაში იმყოფება, რადგან ჩელსიში მისი დაბრუნების შანსები არ არსებობს, ხოლო ახალი გუნდი კი დიეგომ ჯერჯერობით ვერ იპოვა. კოსტას მადრიდის ატლეტიკოში სურდა დაბრუნება, მაგრამ ატლეტიკოს ერთი წლით ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვს.
დიეგოს ჩინეთშიც იწვევდნენ, მაგრამ ამ ვარიანტზე მან თვითონ თქვა უარი. ერთ-ერთ ინტერვიუში კოსტამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველაფერი ნათელი გახდება. კოსტა ჩელსიდან ანტონიო კონტესთან კონფლიქტის გამო წამოვიდა.

