ერნესტო ვალვერდე პაულინიოს ტრანსფერს დადებითად აფასებს

ერნესტო ვალვერდე პაულინიოს ტრანსფერს დადებითად აფასებსბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელი ნახევარმცველის პაულინიოს ტრანსფერს დადებითად აფასებს. ვალვერდეს თქმით ბარსელონას სწორედ პაულინიოს მსგავსი ფეხბურთელი სჭირდება.

” პაულინიო ძალიან ძლიერია ფიზიკურად და ორთაბრძოლებს ის თითქმის არასოდეს აგებს. ბარსელონას არ ჰყავს მისი ტიპის ფეხბურთელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ძალიან გაგვაძლიერებს”– განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

პაულინიო ბარსელონაში ხუთშაბათს ჩაფრინდება და გუნდთან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს. მის ტრანსფერში ბარსელონამ 40 მილიონი ევრო გადაიხადა.