ესტონელმა ფეხბურთელმა თავის კარში გოლი მატჩის მე-15 წამზე გაიტანა

ესტონეთის კლუბი “პაიდეს” ფეხბურთელმა, კლუბ “ლევადიასთან” მატჩის მე-15 წამზე საკუთარ კარში გოლი გაიტანა. ავტოგოლის ვიდეოს YouTube-ზე  It’s Time To Sport-ი აქვეყნებს.

მოედნის ცენტრში ბურთის გათამაშების შემდეგ, მეკარემ დაცვას პასი მიაწოდა, თუმცა მან უკან დაუბრუნა, რის შედეგადაც ბურთი კარში აღმოჩნდა.

შეხვედრა 3:1 “ლევადიის” სასარგებლოდ დასრულდა.