Gem Fest-იდან ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს – 6 ქართველი, 1 უკრაინელი

Gem Fest-იდან ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს - 6 ქართველი, 1 უკრაინელიGem Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 6 ბიჭი ქართველია, გოგო – უკრაინელი. მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა, 2 გაწერეს.

გამოჯანმრთელებულ ახალგაზრდებს ზუგდიდის სამმართველოში კითხავენ.

ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

22 წლის გოგო გუშინ გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ინტოქსიკაცია იყო. მძიმე იყო 29 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Gem Fest-ის ორგანიზატორებმა და “თეთრმა ხმაურმა” განცხადებები გაავრცელეს.