გიორგი ნაკაშიძეს ბათუმში არ ამღერებენ

გიორგი ნაკაშიძეს ბათუმში არ ამღერებენ“იქს ფაქტორის” გამარჯვებულ გიორგი ნაკაშიძეს მშობლიურ ქალაქ ბათუმში არ ამღერებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს:
– ჩემი მხარდაჭერა ნაკაშას!
მახინჯო ბათუმის მერიავ, ვინ გყავთ “იქს ფაქტორის” ბათუმელ გამარჯვებულ გიორგი ნაკაშიძეზე უკეთესი და პოპულარული, არც ერთ ღონისძიებაზე რომ არ ამღერებთ მესამე წელია?
რუსთავი 2-ის სახე რომ იყო, ჩვენს კონცერტებზე რომ მღეროდა და სიმართლის მხარეს რომ იდგა, ამიტომ დაკარგა მშობლიურ ქალაქში სიმღერის უფლება?!
ეგ ისევ მაგარი იქნება და თქვენი სახელები არავის აღარ ემახსოვრება, მაგ სკამებში რომ აღარ ისხდებით!