გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს – ჯემ ფესტზე ფინანსთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს - ჯემ ფესტზე ფინანსთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ხვალ დაკითხვაზე დაიბარეს. ფესტივალის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
– სწორედ მაგისთვის ჩამოვედი საქართველში.ვიმყოფებოდი ევროპაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. East European Music Management ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ყველაზი დიდი სააგენტო, რომელთან ერთადაც ჩვენ ვსხედვართ და ვეძებთ იმ ფორმულას, რომლითაც შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა. იმ მიზნის მისაღწევად, რაც დავისახეთ, რომ შევქმნათ საქართველოში ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი.
მე წესით არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან დაინტერესდა ჯემფესტის საქმიანობით და ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები… სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს გავიქეცი, ჩამოვედი, – განაცხადა სიგუამ.
მისი თქმით, ის მზადაა ნებისმიერ უხერხულ კითხვას უპასუხოს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
– გამოძიება მიმდინარეობს ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფესტივალის ადმინისტრაციის ოფისიდან შესაბამისი დოკუმენტების ამოღება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM FEST ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ბიზნესმედია