ნიდერლანდების ქალაქ დიდანში მცხოვრებმა ხანდაზმულმა წყვილმა, იმ ქვეყნად წასვლა ერთდროულად გადაწყვიტა. მათ ევთანაზია გაუკეთეს.
ინფორმაციას ამის შესახებ The Daily Telegraph-ი ავრცელებს.
გარდაცვალების დროს, 91 წლის ნიკ და ტრის ელდერჰორსტები ოჯახის წევრების და მეგობრების გრემოცვაში იყვნენ. ერთ-ერთი ქალიშვილის თქმით, სიკვდილის წინ მათ ერთმანეთს აკოცეს და ხელები ჩაჰკიდეს.
წყვილი ერთად 65 წელი ცხოვრობდა. ბოლო წლებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 2012 წელს ინსულტის შემდეგ, ნიკს გადაადგილებაც აღარ შეეძლო. ტრისს ეშინოდა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ის მოხუცებულთა თავშესაფარში მოხვდებოდა, ამიტომ ნიკთან ერთად გარდაცვალება არჩია.
ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალიზებულია 2002 წლიდან. 2016 წელს ის 6.091 ჰოლანდიელმა გაიკეთა.
იმედინიუსი

