პარლამენტის თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრების მოსკოვში ვიზიტს და სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ ვიზიტს ემიჯნება.
– ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ხელისუფლების საერთო სტრატეგიას არ შეესაბამება, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

