ირინა შეიკმა რუსეთში ბებიას ჩააკითხა.
მოდელი რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება, ახლა კი ბებიასთან ბაშკირეთში ისვენებს, სადაც ბავშვობა გაატარა.
ბებიასთან გადაღებულ ფოტოებს კი ინსტაგრამზე აქვეყნებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და სასურველი ქალი, ირინა შეიკი 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში დაიბადა. ის არის ირინა შეიხისლამოვა, ყველასთვის ცნობილი, როგორც ირინა შეიკი.
ეთნიკურად თათარი მამითა და დედით რუსი გოგონას გარეგნობამ მსოფლიო სამოდელო ინდუსტრია მარტივად დაიპყრო.
9 წლის ასაკში ირინა მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს, სადაც 7 წელი ისწავლა. თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ, ირინას მუსიკალური განათლებისთვის თავის დანებება მოუწია. როგორც მოდელი აცხადებს, სურდა მარკეტინგის განხრით ჩაებარებინა უნივერსიტეტში, თუმცა პირველ ცდაზე გამოცდები ვერ ჩააბარა. იმავე წელს შეიკმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ადგილობრივ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. სწორედ იმ კონკურსზე შეამჩნიეს სამოდელო აგენტებმა და მოსკოვში წაიყვანეს, სადაც მისი კარიერის აღმასვლა დაიწყო.
მოდელი 5 წლის განმავლობაში ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა.
ამჟამად ირინა შეიკი ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერზეა დანიშნული. წყვილი ერთი გოგონა, ლეა დე სენა შეიკ კუპერი ჰყავს.
ნიუპოსტი

