იულიან დრაქსლერმა შესაძლოა პსჟ დატოვოს

იულიან დრაქსლერმა შესაძლოა პსჟ დატოვოსპსჟ-ს გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა შესაძლოა გუნდი დატოვოს, რადგან ნეიმარის მისვლის შემდეგ დრაქსლერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დრაქსლერს პირადად უთხრა, რომ მისი ადგილი პსჟ-ში აღარ არის.

შესაძლოა დრაქსლერი გერმანიაში დაბრუნდეს, თუმცა თვითონ ფეხბურთელი ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. იულიან დრაქსლერი პსჟ-ში 2017 წლის იანვარში გადავიდა და საკმაოდ კარგი სტატისტიკაც ჰქონდა, თუმცა ნეიმარის ტრანსფერმა ყველაფერი შეცვალა.