ბარსელონა სერიოზულად არის დაინტერესებული, რომ ლივერპულის ბრაზილიელი ფეხბურთელი კოუტინიო იყიდოს. კატალონიელები მზად არიან ამ ტრანსფერში 100 მილიონი ევროც კი გადაიხადონ, მაგრამ ლივერპული კოუტინიოს გაშვებას არ აპირებს.
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოუტინიო არ იყიდება და ის მომავალ სეზონშიც ლივერპულის ფეხბურთელი იქნება.
კლოპის აზრით, კოუტინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი წასვლით ლივერპული ძალიან იზარალებს.

