ჯანი ბუკიკიო „ოცნებას“ და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურში ეპატიჟება

ჯანი ბუკიკიო „ოცნებას“ და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურში ეპატიჟებავენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილით უპასუხა. აღნიშნულ წერილს პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

– როგორც მე ადრე აღვნიშნე, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს, – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის როლი არ არის გადაწყვეტილების შეთავაზება.

– თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვედრა შესაძლო კომპრომისის განსახილველად, ვენეციის კომისია მზად არის ხელი შეუწყოს ამგვარ დისკუსიებს, – ამბობს თავის წერილში ჯანი ბუკიკიო.

ის ასევე აცხადებს, რომ მას შეუძლია შესთავაზოს ერთდღიანი შეხვედრის ორგანიზება სტრასბურგში, ამა წლის 6 სექტემბერს, სადაც ერთმანეთს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან.

– მოგიწოდებთ თქვენ და საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, რათა კონსტრუქტიული კომპრომისი გამოძებნოთ, – დასძინა ბუკიკიომ.