ხესე როდრიგესი სტოკ სიტის ფეხბურთელი გახდა

ხესე როდრიგესი სტოკ სიტის ფეხბურთელი გახდაესპანელი ფორვარდი ხესე როდრიგესი ინგლისური სტოკ სიტის ფეხბურთელი გახდა და ის მინიმუმ ერთ წელიწადს ინგლისში გაატარებს. სტოკმა ხესე იჯარის წესით შეიძინა პსჟ-სგან, რომელსაც ეკუთვნის უფლებები ესპანელ ფეხბურთელზე.

ხესე როდრიგესი მადრიდის რეალის აღზრდილია და ამ გუნდში მან რამდენიმე სეზონი ჩაატარა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო,  მან ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ შეძლო და საბოლოოდ რეალმა ის პსჟ-ს მიჰყიდა.

საფრანგეთში ხესემ ვერ შეძლო კარიერის აწყობა და ამჯერად მას ინგლისის პრემიერ ლიგაში ეძელევა შანსი, რომ თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს.