კრიშტიანო რონალდუს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

კრიშტიანო რონალდუს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცესმადრიდის რეალის პორტუგალიელ ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდუს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მას შემდეგ რაც მან ბარსელონასთან შეხვედრაში მსაჯს ხელი კრა. რონალდუმ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მას მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია.

ამის გამო კრიშტიანო ძალიან გაბრაზდა და შეხვედრის არბიტრს უხეშად დაელაპარა, ხოლო შემდეგ კი ხელითაც შეეხო. რეალმა ბარსელონა ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში სტუმრად 3:1 დაამარცხა და რონალდუმ გაძევებამდე ძალიან ლამაზი გოლის გატანა შეძლო.

განმეორებითი შეხვედრა 16 აგვისტოს გაიმართება. რონალდუ განმეორებით შეხვედრას და ესპანეთის ჩემპიონატის 4 მატჩს გამოტოვებს.