კვირიკაშვილი – “წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”

კვირიკაშვილი - "წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის კერებთან მუშაობა და ამ დროისთვის აქტიური ცეცხლის კერები ჯანმრთელი ტყისგან გამიჯნულია.
– წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. ასევე მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯნვა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს და 1.500-მდე ცოცხალი ძალა გასულია აქტიური ცეცხლის ზონაში.

ინტერპრესნიუსი