გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას 14 აგვისტოს დატოვებს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
– სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე, – აღნიშნა გია სალუქვაძემ.
სალუქვაძის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.
_ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია მქონდა პრემიერთან და ახლა, არჩევნებისთვის, ახალი გუბერნატორი იმუშავებს, მე სხვა სამსახურში გადავდივარ, _ უთხრა სალუქვაძემ “გურია ნიუსს”.
_ ბატონო გია, ხომ არ იყო ეს ერთგვარი გარიგება მერაბ ჭანუყვაძესა და ბეგი სიორიძეს შორის, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, მერობის კანდიდატი უნდა იყოს?
_ ეს ყველაფერი პარტიის გადასაწყვეტია, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, პარტია უახლოეს მომავალში წარადგენს კანდიდატს. აქედან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მერობის კანდიდატი. ვინც იქნება ახალი გუბერნატორი, მინდა ვუსურვო გამძლეობა. გურია საკმაოდ რთული რეგიონია.
გურია ნიუსი

