ლა ლიგამ პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერზე უარი უთხრა

ლა ლიგამ პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერზე უარი უთხრაფრანგული საფეხბურთო კლუბი “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლები დღეს ლა ლიგის ოფისში მივიდნენ იმისთვის, რომ “ბარსელონიდან” ნეიმარის ტრანსფერი განეხორციელებინათ და კლუბისთვის კომპენსაციის სახით 222 მილიონი ევრო გადაეხადათ. თუმცა ლა ლიგამ თანხის გატარებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას BBCავრცელებს.

ლა ლიგაში ფიქრობენ, რომ “პსჟ” უეფას ერთ-ერთ მთავარ ფინანსურს წესს (Financial Fair Play) არღვევს, რომლის აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ საფეხბურთო კლუბი ფეხბურთელში მის რეალურ ღირებულებაზე იმაზე მეტს იხდის, ვიდრე ამ ფეხბურთელს შეუძლია გამოიმუშაოს.

ის, რომ ნეიმარი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს, ცნობილი 20 ივლისს გახდა. “პსჟ” მზად არის ბარსელონას ფეხბურთელში 222 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ნეიმარი კი კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში ბონუსის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ყოველწლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო ექნება.