ლივერპული კოუტინიოს ბარსელონაში გაშვებას დათანხმდა – 148 მილიონ გირვანქა სტერლინგად

ლივერპული კოუტინიოს ბარსელონაში გაშვებას დათანხმდა - 148 მილიონ გირვანქა სტერლინგადდაახლოებით ერთი საათის წინ ინგლისურმა გაზეთმა ”სანმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია ფელიპე კოუტინიოს ბარსელონაში შესაძლო გადასვლის შესახებ.
გამოცემის ცნობით, ლივერპული დათანხმდა, გაუშვას კოუტინიო ბარსელონაში 148 მილიონი გირვანქის საფასურად, რაც დაახლოებით 160 მილიონ ევროს უდრის.

გამოცემის ცნობით, გასულ პარასკევს შედგა შეხვედრა კოუტინიოს წარმომადგენელსა და Fenway Sports Group-ს შორის, რომელსაც ლივერპული ეკუთვნის.

”სანს” მოჰყავს ესპანური ”სპორტის” სიტყვები, რომელიც ირწმუნება, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ლივერპულის მეპატრონეებმა შეცვალეს დამოკიდებულება კოუტინიოს ტრანსფერის მიმართ და ბრაზილიელის ბარსელონაში გადასვლას მწვანე შუქი აუნთეს.