ლივერპულმა არსენალის ფეხბურთელი ალექს ჩემბერლენი იყიდა. ტრანსფერი ოფიციალური 31 აგვისტოს გახდა და მალე ჩემბერლენი ლივერპულს შეურთდება. ამჟამად ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებთან ერთად იმყოფება, თუმცა მან უკვე მოასწრო ლივერპულის ფორმის ჩაცმა და ამით თავისი სიხარული გამოხატა ამ ტრანსფერით.
ჩემბერლენი ლივერპულთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მას მაღალი ანაზღაურება ექნება. რამდენიმე წლის წინ ჩემბერლენი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა ინგლისში, თუმცა ჯერჯერობით მან ბოლომდე ვერ შეძლო თავისი პოტენციალის გამოვლენა.

