ლივერპულს მატეო კოვაჩიჩის შეძენა სურს

ლივერპულს მატეო კოვაჩიჩის შეძენა სურსლივერპული მადრიდის რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სერბი ფეხბურთელის მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპული მზად არის ამ ტრანსფერში რეალს 50 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა თანხა ბოლომდე დაზუსტებული არ არის და ის შეიძლება შეიცვალოს.

კოვაჩიჩი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და შარშანდელი სეზონი მან რეალის შემადგენლობაში მაღალ დონეზე ჩაატარა. ლივერპულის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს კოვაჩიჩის გადმობირების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ჯერჯერობით კოვაჩიჩი რეალის ფეხბურთელია. რეალამდე მატეო მილანის ინტერის ღირსებას იცავდა.