მარკა – ნეიმარის წარმომადგენელმა LFP-ს ჩეკი გადასცა, ფედერაცია ტრანსფერს ვერ დაბლოკავს

მარკა - ნეიმარის წარმომადგენელმა LFP-ს ჩეკი გადასცა, ფედერაცია ტრანსფერს ვერ დაბლოკავსვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ყველა ღონეს იხმარდა რათა, “პარი სენ ჟერმენს” ნეიმარის ტრანსფერი ვერ მოეგვარებინა. თუმცა მათი მცდელობები ამაოდ დასრულდა.

ხუან კრესპომ, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროს სპორტული დავების და იურიდიული საკითხების მოგვარება წარმოადგენს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ ბინაში 222 მილიონი ევროს ღირებულების ჩეკი წარადგინა, რომლის თანახმადაც ნეიმარის კონტრაქტი “ბარსელონასთან” გაუქმებულია.

ფედერაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად ხუან კრესპო ნოტარიუსთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც ევალებოდა ყველა იმ გამოთქმის აღნიშვნა, რომელსაც ხავიერ ტებასი ტრანსფერის საწინააღმდეგოდ განაცხადებდა.

ლა ლიგის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ, ნეიმარი და მისი ინტერესის დამცველები ფიფას მიმართავენ, რათა პარასკევამდე მოხერხდეს ტრანსფერის მოგვარება. ტრანსფერის დაჩქარებით მოგვარება ნეიმარს იქიდან გამომდინარე სურს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში შეძლოს მონაწილეობის მიღება. ნეიმარს განსაკუთრებით სურს შაბათს “ამიენის” წინააღმდეგ თამაში.

მარკას მტკიცებით, კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული ერთ-ერთი პუნქტის შესრულების შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ნეიმარის ტრანსფერს ვერ დაბლოკავს. ამიტომაც ფიფას შეუძლია დროებითი ნებართვა გასცეს. ფინანსური ფეირ-პლეის საკითხის გარკვევა უეფას პრეროგატივას წარმოადგენს, მისი განხილვა კი 31 აგვისტოდან, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დაიწყება.

პირველი